მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა გაკეთდა ღორეშაში

რა გაკეთდა ღორეშაში

„ალბათ ყველას სიამოვნებს, როცა სოციალურ მედიაში საკუთარი სოფლის სახელს ხშირად ნახულობს ან ესმის“, - ნათქვამია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გთავაზობთ სრულ ვერსიას👇

„თუ ღორეშაში ცხოვრობთ ამ ინფორმაციას გაეცანით.

დღეს მოგიყვებით რა გაკეთდა ღორეშაში, სოფელში, რომელიც ხშირად ხდება ხარაგაულის პოპულარიზაციის მიზეზი.

ადმინისტრაციულ ერთეულში მხოლოდ ერთი სოფელი, ღორეშა შედის, რომელიც მდინარე კვადოურის ნაპირზე ხარაგაულიდან 33 კმ-ში მდებარეობს.

გადმოცემის თანახმად ადრე სოფლის მახლობლად თურმე გარეული ეშვიანი ღორები სახლობდნენ, სახელიც აქედან წარმოიშვაო - ამბობენ!

სოფელში სიმწვანეში ჩაფლული, ულამაზესი, „მოტყიერის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და მამათა მონასტერი მდებარეობს, რომელიც XIX ს-ის ძეგლია.

საკრებულოს ცენტრთან ახლოს მდებარეობს ღორეშის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხოლო დასავლეთის მხრიდან სოფლის შემოსასვლელში სპორტულ-კულტურული კომპლექსი ხელოვნური ტბით, რომელიც ერთ დროს სრული დატვირთვით ფუნქციონირებდა. ულამაზეს დასვენების ადგილს წარმოადგენდა ასევე ვაჟა-ფშაველას სკვერი, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მოთხოვნით, ეტაპობრივად აღდგენას იწყებს.

ღორეშა მთავარ მაგისტრალთან სიახლოვით, ძველი და თანამედროვე ინფრასტრუქტურის შერწყმით და ბუნების არაჩვეულებრივი ხედებით, მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული სოფელი ხდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.

გავიგოთ, რა გაკეთდა სოფელში ბოლო წლების განმავლობაში!

✔️ მოეწყო ახალი ინფრასტრუქტურა საბავშვო ბაღისთვის

✔️ დაიგო ბეტონის საფარი უბისა-ღორეშის დამაკავშირებელ 6 კმ-იან გზაზე

✔️ გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი, რაც დიდი შეღავათი იყო სოფლის მოსახლეობისთვის

✔️ აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს ღორეშა-ბაზალეთის 11 კმ-იანი გზის მობეტონების სამუშაოები

✔️ მობეტონდა 1კმ. გზა ე.წ. „კვადოურის“ უბანში

✔️ მდინარე კვადოურაზე მოეწყო 62მ. სიგრძის გაბიონი

✔️ რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდს ორჯონიკიძეების უბანში

✔️ შემოიღობა ეკლესია

✔️ ადმინისტრაციულ ცენტრთან მოეწყო საზოგადოებრივი საპირფარეშო

✔️ მოეწყო საჭიდაო დარბაზი

✔️ რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხბურთო მოედანს, სადაც განთავსდა ასევე, კალათბურთის ფარები

✔️ კეთილმოეწყო მოსაცდელები

✔️ მოეწყო სასმელი წყლის ჭა

✔️ რეაბილიტაცია ჩაუტარდა შინ მოუსვლელთა მემორიალს

✔️ მემორიალის მიმდებარედ მოეწყო გარე განათება

✔️ საბავშვო ბაღები აღიჭურვა ახალი სათამაშოებით

✔️ კვადოურის უბანში, მოეწყო სასაფლაომდე მისასვლელი გზა

✔️ გადაიხურა წისქვილები

✔️ გაიცა 6 000 მ წყლის მილი

✔️ საჭიროებისამებრ მოსახლეობაზე გაიცა 6 ცალი წყლის ავზი

✔️ ე.წ. „ნარაზოულის“ უბანში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის გარკვეულ მონაკვეთს

აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, სოფელ ღორეშაში 2020 წლის მონაცემებით 1200-მდე ადამიანი ცხოვრობს!