მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა შემთხვევაში დაიკეტება აჭარაში დაწესებულებები და რა ვადით?

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ორგანიზაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდება, ინფიცირებულთან შემხებლობაში მყოფი პირების რაოდენობა კი, ერთეულია, ორგანიზაციაში მხოლოდ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება და ის ფუნქციონირებას ჩვეულებრივად გააგრძელებს.

ხოლო, მისი თქმით, თუ ორგანიზაციაში კოვინდიფექციის მასიური გავრცელებაა, ის 1-2 დღის განმავლობაში დაიკეტება, სანამ თითოეული თანამშრომლის ტესტირების პასუხი არ იქნება ცნობილი.

„ორგანიზაციებთან მიმართებაში, სადაც რაიმე შემთხვევა იკვეთება, კონკრეტულ ორგანიზაციის ირგვლივ მუშაობენ ეპიდემიოლოგები და ხდება რისკების იდენტიფიცირება. თუ ჩაითვლება, რომ იქ არის მინიმალური რისკი, უკვე გამოვლენილ დადასტურებულ შემთხვევასთან შემხებლობაში მყოფი პირების რაოდენობა ერთეულია და უკვე მოხდა ამ პირების იზოლაცია, ამ შემთხვევაში ტარდება მხოლოდ სადეზინფექციო სამუშაოები, რის შემდეგაც ორგანიზაცია ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. ჩვენ სისტემის პარალიზებას ვერ მოვახდენთ.

მაგრამ თუ რომელიმე დაწესებულებაში რაღაც მასიურ გავრცელებასთან გვაქვს საქმე, აქ არის მომხმარებლების ფართო შემხებლობა , ამ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია 1-2 დღე შეიძლება დაიკეტოს, სანამ თითოეული თანამშრომლის ტესტირების პასუხი არ იქნება ცნობილი“,- აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან აჭარაში 92 შემთხვევა დადასტურდა.