მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაჭაში 7 სოფელთან საავტომობილო მოძრაობა აღდგა

გზის აღდგენა

რაჭის სტიქიის ზონაში საავტომობილო მოძრაობა უკვე 7 სოფელთან აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამანქანო გზის გარეშე 5 სოფელი რჩება და სოფლების ნაწილთან კავშირი დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით ხდება. 2 სოფელთან, ჯინჭვისთან და გონასთან მიმოსვლის აღდგენა საავტომობილო ხიდთან დროებითი გადასასვლელის მეშვეობით მოხერხდა.

სტიქია რაჭაში

ონში მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად სამუშაოები მიმდინარეობს და ეწყობა დროებითი გადასასვლელები, იმისათვის, რომ საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი გახდეს. ჩამოშლილი მონაკვეთების სიგრძე დაახლოებით 2 კმ-ია.

უკვე აღდგენილია 11 სოფლის ელექტრომომარაგება და გრძელდება დაზიანებულ უბნებზე მუშაობა. ელექტრო გადამცემი სისტემების საბოლოო გამართვამდე, „ენერგო პრო ჯორჯიას“ სპეციალისტები რამდენიმე სოფლისთვის ელექტროენერგიის გენერატორების საშუალებით მიწოდებაზე მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენებით გრძელდება როგორც გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან ონში გადმოსვლის მსურველთა გამოყვანა, ისე დარჩენილი მოსახლრობისათვის სურსათისა და სხვა საჭირო ნივთების მიწოდება.

დღეს შესრულებული 9 რეისით სოფლებიდან ონში 80-მდე ადამიანია გადმოყვანილი.

რაჭაში მომხდარმა სტიქიამ 12 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. მათ ნაწილთან კომუნიკაცია უკვე აღდგენილია. ჯამში სტიქიის ზონიდან 300-ზე მეტი მოქალაქეა გამოყვანილი. ადგილზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.