მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ხაძარი რუსთავში

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. ცეცხლი მე-6 სართულზე ელექტროსადენს გაუჩნდა. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.