მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საჩხერეში 10 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა

ფართების დაკანონება

საჩხერეში, აღმაშენებლის ქუჩა N10-ში, მცხოვრებ 10 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა.

მათ მოსანახულებლად დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კემლინ ფურლე იმყოფებოდნენ.

დევნილ ოჯახებთან გამართულ შეხვედრას საჩხერის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე ესწრებოდნენ. დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, გადაწვეტილება უკვე მიღებულია და უახლოეს მომავალში, მთავრობის განკარგულების შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ.

მიმდინარე წელს, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 1000-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდება.