რეგიონი

სოფელ გვიმბალაურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა

ახალი სტადიონი ხელვაჩაურში
23:21 28.09
დაკოპირებულია

სოფელ გვიმბალაურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატ, ნინო წილოსანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ოფიციალური სტუმრები აკადემიის აღსაზრდელების მონაწილეობით გამართულ ღია ვარჯიშს დაესწრნენ და საცხოვრებელი შენობა დაათვალიერეს, მოგვიანებით კი ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეხვდნენ.

„დღევანდელი დღე არამხოლოდ ფეხბურთის ფედერაციისთვის არამედ მთლიანად რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი. აღნიშნული პროექტი დაახლოებით 2 წლის წინ დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა. ჩემთვის ეს პროექტი სამაგილითოა, რადგან ის ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობით შედგა.
ბავშვები გუშინ შემოვიდნენ აკადემიაში. მათ ადგილზე ცხოვრებისთვის, სწავლისთვის და ვარჯიშისთვის ყველანაირი პირობა ექნებათ. ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას და გურიის რეგიონში ფეხბურთის განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

„ვულოცავ ლანჩხუთს და მთლიანად გურიას ახალი საფეხბურთო აკადემიის გახსნას. გურიის რეგიონში აკადემიის აშენების იდეა დაახლოებით ორი წლის უკან გაჩნდა. აღნიშნული პროექტი მუნიციპალიტეტისა და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი მუშაობით განხორციელდა. ჩემი აზრით, საფეხბურთო აკადემია მნიშვნელოვანია როგორც ფეხბურთის, ასევე რეგიონის განვითარებისთვის. გურიაში ფეხბურთი ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდათ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ აკადემიაში გაზრდილი ფეხბურთელები როგორც ადგილობრივ კლუბებს, ასევე ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგებიან“, - აღნიშნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტია. პროექტის ფარგლებში ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინსტრაციული შენობა და უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე დამონტაჟდა განათების სისტემა. საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით იფუნქციონირებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ზუგდიდში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ჰყავს პოლიცია, რომლის უ...
45 წუთის წინ
გადაუდებელი სამუშაოების გამო დღეს, 23 ოქტომბერს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროები...
58 წუთის წინ
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატება აღინიშნება. ასე გამოიყურება ბოლო...
09:09
„აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობებს ორივე ქვეყნისთვის ყოველთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს...
00:48
ქართული დასის ლიდერი დავით გარეჯის საქმეზე ჯონდი ბაღათურია გამოიკი...
დავით გარეჯის საქმეზე პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია გამოიკითხა. იგი საგამოძიებო უყებ...
გივი მიქანაძე: ჩვენი პრიორიტეტია ყველა ა...
„განვითარებული რეგიონი ძლიერი ქვეყნის საწინდარია. მომდევნო წლებში ჩვენი გუნდი გა...
გოგი მეშველიანი: მოსახლეობის ინტერესების...
„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდი...
დღეს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბად...
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს...