მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ კუმისში ბაგა-ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

სოფელ კუმისში ბაღი შენდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას და მშენებლობის ხარისხს ადგილზე მონიტორინგის მიზნით, მერის მოადგილე ოთარ გავაშელიშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და სივრცითი მოწყობის სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ.

მერიის ცნობით, ბაღი 90 აღსაზრდელზეა გათვლილი და სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, შენობის გარე პერიმეტრზე მოწყობილია პანდუსები, შენობაში უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი ადაპტირებული ლიფტია დამონტაჟებული. მოწყობილია სველი წერტილები და გარე პერიმეტრზე მოსასვენებელი ფანჩატურები.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მშენებელი“, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, 1 400 000 ლარად ახორციელებს.

პროექტს მუნიციპალური განვითრების ფონდი აფინანსებს.