მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფლების - ვეჯინისა და კოლაგის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის 14 მილიონი დაიხარჯება

სოფლების - ვეჯინისა და კოლაგის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის 14 მილიონი დაიხარჯება

რეგიონების წყალმომარაგებისთვის პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ათწლეულების განმავლობაში არსებული უწყლობის პრობლემა კიდევ ორი სოფლის მოსახლეობას მოუგვარდება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - ვეჯინისა და კოლაგის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე.

სოფლებში დღემდე არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოსახლეობას წყალი დღეგამოშვებით მიეწოდება.

„ორი სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მოეწყობა ჭაბურღილები, რეზერვუარები, მაგისტრალური მილი, წყალმომარაგების ქსელი, საქლორატორო და სატომბო სადგური.

ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 ჭაბურღილს და არსებულ რეზერვუარს.

მიმდინარე ტენდერზე წინადადების მიღება 16 დეკემბერს დასრულდება.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 14 მილიონ ლარზე მეტია.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 36 თვეში უნდა დაასრულოს.“- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, პროექტის დასრულების შემდეგ, ორი სოფლის 5 ათასზე მეტ მაცხოვრებელს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.