მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

ყვარელი, სტიქია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები სტიქიამ დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, შილდაში სეტყვამ ერთწლიანი ნათესები, ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

სტიქიამ ასევე ზიანი მიაყენა სოფელ საბუესაც. ძლიერი ქარის შედეგად კი, ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ხეები წაიქცა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადა, რომელიც გზის გაწმენდის სამუშაოს ასრულებს.