მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამაზ მეჭიაურის მძღოლმა თვითმკვლელობა სცადა

თამაზ მეჭიაური და მისი მძღოლი

თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის მძღოლმა გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა სცადა. იგი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი.

გიორგი ხუმარაშვილის დედის განცხადებით, მის შვილზე თიანეთის მერიის ადმინისტრაციის თანამშრომელი ზურაბ ბექაური ზეწოლას ახდენდა და მას თამაზ მეჭიაურის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდა.

„მეჭიაურს გადაუდგა და ზეწოლას ახდენდა ჩემს შვილზე. ინფორმაციის გაგება უნდოდა, სად მიდიოდნენ, სად მოდიოდნენ, ვის ხვდებოდნენ, ის ვერ იგებდა და ამიტომ აიძულა ჩემი შვილი აქამდე მისულიყო“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან გიორგი ხუმარაშვილის დედამ.

მისი თქმით, თოკზე ჩამოკიდებული შვილი თავად ნახა.

თიანეთის მერის რამაზ მეჭიაურის განცხადებით, არ იცის კონკრეტული მიზეზი, რის გამო სცადა ახალგაზრდამ თვითმკვლელობა, თუმცა აღნიშნავს, რომ თიანეთის ყოფილი გუბერნატორისა და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის შალვა კერესელიძის მხრიდან მის ამომრჩევლებზე ზეწოლა წლებია მიმდინარეობს.

თავად ზურაბ ბექაური შალვა კერესელიძესთან მეგობრობასა და გიორგი ხუმარაშვილზე ზეწოლას უარყოფს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პირადად მხოლოდ რამდენჯერმე ჰყავს ნანახი.

ამ დროისთვის, 22 წლის გიორგი ხუმარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.