მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საკუთარი დედის ცემის ფაქტზე 51 წლის კაცი ტყიბულში დააკავეს

დაკავებული ადამიანი ზურგით

პოლიციამ ტყიბულში 51 წლის კაცი დააკავა, რომელიც საკუთარი დედის, 70 წლის ქალის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაშია ბრალდებული. შსს–ს ინფორმაციით, მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს დაკავებულის მეზობელმა შეატყობინა.

შსს-ს ოფიციალური ცნობით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.გ.-მ, თავის საცხოვრებელ სახლში, დედას - 1950 წელს დაბადებულ ე.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობელმა შეატყობინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არაერთგზის ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.