მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდის ექვს სოფელში საკონტროლო პუნქტები მოეწყო

საკონტროლო პუნქტი ზუგდიდში

პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით საკონტროლო პუნქტები მოწყობილია ფოთის შემოსასვლელსა და გასასვლელში, ასევე საგუშაგოები განთავსებულია ზუგდიდის მუნიციპალურ საზღვრებთან მდებარე სოფლებში (ცაცხვი, ორულუ, ურთა, ნარაზენი, ჯიხაშკარი, კორცხელი, ზედაეწერი).

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია სოფელ ცაცხვში მოწყობილ საკონტროლო პუნქტში იმყოფებოდა, სადაც ავტომობილებში მოქალაქეების სოციალური დისტანცია მოწმდება და თერმოსკრინინგი ტარდება.

გუბერნატორმა საკონტროლო პუნქტში მყოფ სამხედროებს და პოლიციელებს 600 პირბადე გადასცა.

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო და დღეს 8:00 საათიდან საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა