მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

სახელმწიფო ელექტროსისტემის ლოგო

მენჯი-ზუგიდის დამაკავშირებელ, 220 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, 25-26 ნოემბერს ზუგდიდის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება ზუგდიდის 8 862 აბონენტს შეუწყდება:

„მენჯი-ზუგდიდის დამაკავშირებელ, 220 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზზე „კოლხიდა-2“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, მიმდინარე წლის 25-26 ნოემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე შუალედში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 8 862 აბონენტს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო“, - აღნიშნულია განცხადებაში.