მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდის მერია სოციალური სახლების მშენებლობაზე ოჯახების შერჩევას იწყებს

ზუგდიდის მერია

ზუგდიდის მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისია 27 მაისს სხდომაზე შეიკრიბა და სამუშაო გრაფიკზე იმსჯელა. შეიქმნა 8 სამუშაო ჯგუფი.

კომისიის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან.

მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში 250 განცხადება შემოვიდა, რომელთაგან 116 სოციალური სახლების მშენებლობას, ხოლო 134 ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში ჩართვას შეეხებოდა.

სოციალური სახლი 25 ოჯახს აუშენდება. გაიზრდება საცხოვრებელი სახლების კვადრატულობა.

2015 წლიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 117 სახლი აშენდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, თავისუფლების ქუჩაზე, სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის 20 ბინიანი კორპუსის მშენებლობაც იგეგმება.