ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში ავტოსაგზაო შემთხვევია შედეგად ხუთი ახალგზრდა მამაკაცი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე იყო. ხუთივე ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, ისინი გდაუდებელი მედიცინის განყოფილებაში არიან და კვლევები უტარდებათ. ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე ერთმანეთს მსუბუქი და ფორდის ტიპის ავტომობილები შეეჯახნენ. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.