მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში ბანკმა, სადაც თავდასხმა მოხდა, მუშაობა განაახლა

საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალი

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალმა, სადაც 21 ოქტომბერს თავდასხმა მოხდა, მუშაობა განაახლა.

ბანკი მომხმარებლებისთვის დღეს, 27 ოქტომბერს გაიღო.

ფილიალი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, თითქმის 1 კვირა დაკეტილი იყო.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა.

თავდამსხმელის ვინაობა უკვე ცნობილია. შსს-ს ინფორმაციით, იდენტიფიცირებული პირია 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა.