მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში მოხალისეთა ჯგუფს მოწყვლადი ჯგუფებისთვის საკვები შინ მიაქვთ

ზუგდიდში პროდუქტს არიგებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოხალისეთა ჯგუფები აქტიურად მუშაობენ. ისინი საქართველოს წითელი ჯვრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ბანკებსა და ღია სივრცეებს აქტიურ რეჟიმში აკონტროლებენ.

ახალგაზრდები საკვებ პროდუქტს აფასოებენ და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს გადასცემენ.

მოხალისეები უზრუნველყოფენ: უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთის საკვები პროდუქტის შინმიტანას; საბავშო ბაღებში პროდუქტის დარიგების პროცესში ჩართვას; ბანკებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რიგების გაკონტროლებას; საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი სამუშაოების განხორციელებას.

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქრთველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ 21 მარტს ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.