მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში მოწყვლადი ჯგუფისთვის პროდუქტების დარიგება დაიწყო

ჰუმანიტარული პროდუქტის დარიგება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მერის გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების გაცემა დაიწყო.

სასურსათო კალათა მარტოხელა დედებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა 60 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებსა და შინმოვლის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს გადაეცემათ.

"დღეს დავიწყეთ საკვები პროდუქტების გაცემა, რომელიც 700-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა. პროცესი გაგრძელდება და დამატებით 1000-მდე ოჯახს მოვიცავთ. აღნიშნულ პროცესში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

პროდუქტების დაფასოებისა და დარიგების პროცესში აქტიურად არიან ჩართული მერიის თანამშრომლები და

მოხალისეები. ბენეფიციარებს საკვებ პროდუქტებს მერის წარმომადგენლები სახლში მიუტანენ. საკვები პროდუქტები უკვე გადაეცა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს.

პროდუქტის გაცემას მონიტორინგს მერთან ერთად, მერის მოადგილეები და საკრებულოს თავმჯდომარე უწევდა.