მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საძიებო სიტყვა: მირიან ნიკოლაძე

შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი
„ინფანტილური ფსიქიკის ადამიანის გაიდეალება საზოგადოებისთვის სახიფათოა, ინდივიდებისთვის კი ცოტა უხერხული“ - მირიან ნიკოლაძე

იურისტი მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხზე გააკეთა.„ჩემი აშენებული“, „ჩემი დაგებული“, „ჩემი გაყვანილი“ ბოლოს გადაიზარდა „სახელმწიფო“, „ჩემი შპს“-ში, სხვას კი არაფერს ვემსხვერპლეთ, ბავშვურ კომპლექსებს, აკვიატებებს, სნეულ მიდრეკილებებს. ასეთი ინფანტილური ფსიქიკის ადამიანის გაიდეალება-მხარდაჭერა საზოგადოებისთვის სახიფათოა, ინდივიდებისთვის კი ცოტა უხერხული“, - წერს მირიან ნიკოლაძე. ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.  მესამე პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.  აგრეთვე წაიკითხეთ: ⚫ ობიექტურ სამედიცინო რჩევას და შემდგომ სამართლებრივ პროცესს კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - კარლ ჰარცელი ⚫ საფრთხეები სხვადასხვა ორგანოთა სისტემის მხრივ ძალიან ბევრია - სანდრო ცისკარიძე სააკაშვილზე] ⚫ პერიოდულად შევამოწმებთ მკურნალობის ხარისხსა და უსაფრთხოებას - ლომჯარია სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე

შაქარაშვილის ბიძა
„არანაირი „პოლიტიკური კრიზისები“ არ არსებობს, ესაა საზოგადოებრივი კრიზისი“ - მირიან ნიკოლაძე

იურისტი მირიან ნიკოლაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. მისი თქმით, „პოლიტიკური კრიზისის“ არ არსებობს და ყველაფრის მიზეზი საზოგადოებაში არსებული პრობლემაა.„ცნება „პოლიტიკური კრიზისი“ გამოიგონა უუნარო, რეპროდუქციის უნარდაკარგულმა საზოგადოებამ საკუთარი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად.არანაირი „პოლიტიკური კრიზისები“ არ არსებობს, ესაა საზოგადოებრივი კრიზისი. საბოლოოდ ასეთი მკვდრადშობილი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ფორმირება იცის მესიანისტური ახირებებით გართობამ და საკუთარი პასუხისმგებლობის შეგრძნების ატროფიამ.კიდევ 30 წელი ვამტკიცოთ ახლა, როგორი ცუდი ხელისუფლებები გვყავდა და როგორი კარგები ვართ ჩვენ. დაიკიდე, ქართველო, „ყველაფერი კარგად იქნება“ შენგან დამოუკიდებლად“, - წერს მირიან ნიკოლაძე.

გიორგი შაქარაშვილის ბიძა
„შვილმკვდარმა დედამ რომ კმაყოფილება გამოხატა, უკანასკნელი პირით აგინეს რევაზიშვილმა და გაგნიძემ“ - მირიან ნიკოლაძე

„ყველამ ვიცოდით, რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა. საცოდავმა, შვილმკვდარმა დედამ რომ კმაყოფილება გამოხატა, უკანასკნელი პირით აგინეს რევაზიშვილმა და გაგნიძემ. ესეიგი თამუნას უფლება არ აქვს სჯეროდეს, რომ დამნაშავეები არიან“, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ბრალეულობის საკითხს არ განიხილავს, ამიტომ აღნიშნულ საქმეზე განაჩენის შეცვლა შეუძლებელია.„სტრასბურგში რომ ასაჩივრებ, უნდა იცოდე რასთან დაკავშირებით შეგაქვს სარჩელი. სტრასბურგის სასამართლო მტყუან-მართალს არ არჩევს. ის იხილავს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით დაირღვა თუ არა რაიმე უფლება“, - აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.მისი განმარტებით, სასჯელი დანაშაულის ადეკვატურია და ზუსტად გამოხატავს მის სიმძიმეს, რის გამოც ოჯახს გამოძიებასთან და სასამართლოსთან აღარავითარი პრეტენზია არ აქვს.შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბიძინა სტურუამ მიიღო. სასამართლომ სრულწლოვნებს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრის საკითხზე სასამართლო სხდომა 16 მარტს გაიმართება.აგრეთვე წაიკითხეთ:„გვეგონა, ამ ქვეყანაში სამართალი ჯერ კიდევ არსებობდა“ - ვახტანგ ჩიქოვანის ოჯახის წევრი„ნეტა მცოდნოდა, რომ ვიღაც გამოეკიდა და გადავარდა, რადგან წამის მეასედებში სიკვდილის განცდა არ ექნებოდაო“ - მირიან ნიკოლაძეგიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა

შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი
„ნეტა მცოდნოდა, რომ ვიღაც გამოეკიდა და გადავარდა, რადგან წამის მეასედებში სიკვდილის განცდა არ ექნებოდაო“ - მირიან ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები ფეხბურთელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. მოსამართლემ საქმეზე განაჩენი ხვალ, 9 მარტს, 15:00 საათზე უნდა გამოაცხადოს.გიორგი შაქარაშვილის ბიძის თქმით, მოკლული ფეხბურთელის დედა ყველაზე მეტად შვილის სიცოცხლის ბოლო მომენტს განიცდის, როცა მას შეეძლო მომხდარი გაეცნობიერებინა.„დედა ტირის მხოლოდ იმაზე, რომ ჩემს შვილს ბოლო წამები ჰქონდა ასეთი მძიმე და მწარე, რომ 16 დაზიანება აქვს მინიმუმ. ნეტა მცოდნოდა, რომ ვიღაც გამოეკიდა და გადავარდა, რადგან წამის მეასედებში სიკვდილის განცდა არ ექნებოდაო“, - აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, არ არსებობს მოწმე, ვინც დაინახა, როგორ მოკლეს გიორგი შაქარაშვილი და ასევე არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები ძალადობის შედეგია.შეგახსენებთ, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა, 21 ივნისს, 4 დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპოვეს.სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი
მირიან ნიკოლაძე: ოჯახი მიიჩნევს, რომ სასჯელი არასრულწლოვნების მიმართ ობიექტურია

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან დაკავშირებით ახალი ამბების სააგენტო Pia.ge ოჯახის ადვოკატს, მირიან ნიკოლაძეს ესაუბრა.როგორც გარდაცვლილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, ოჯახისთვის სასჯელი ობიექტურია. „ოჯახის პოზიციაა, რომ სასჯელი არასრულწლოვნების მიმართ ობიექტურია. აქ წარდგენილი იყო მუხლები, სადაც სასჯელები ამ ფარგლებშია. არასრულწლოვნების მიმართ კი კანონი სასჯელის ერთი მეოთხედის მოკლებას ითვალისწინებს“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. ოჯახის ადვოკატის თქმით, 2 არასრულწლოვანს, რომელსაც ამირხანაშვილის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთაც აქვს ბრალად, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, რაც ამ ნაწილში მაქსიმუმია. კანონის შესაბამისად კი მათ გარკვეული დრო მოაკლდათ და დარჩათ თითქმის 7 წელი. „დანარჩენ არასრულწლოვნებს მიესაჯათ 7 წელი, მოკლების შემდეგ კი 5 წელი და 3 თვე დარჩათ. ერთ მათგანს 3 წელი და 9 თვე მიესაჯა, შესაბამისად სასჯელი სრულიად ობიექტურია“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. 🔺 ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა 20 ნოემბერს შეეფარდათ. 📌 შეგახსენებთ, ფეხბურთელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპო­ვეს. 📌 სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.

გამოძიების დასკვნა
მირიან ნიკოლაძე: ოჯახს დაკავებული საბურთალოელების მიმართ განსაკუთრებული აგრესია არ აქვს

ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი საქმის ე.წ. ოქროს მოწმის გურამ ამირხანაშვილის ჩვენებებს ერთ მთლიანობად აღიქვამს და სანდოდ მიიჩნევს. „ჩვენი პოზიციით გურამ ამირხანაშვილის ჩვენებები ერთი მთლიანი ჩვენების გარკვეული ნაწილებია. ოჯახი ჩვენებებში არსებით წინააღმდეგობებს ვერ ხედავს. ის არის ეტაპობრივად შევსებული და იმ მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც მას ჰქონდა, არ არის გამორიცხული და ლოგიკურია, რომ მას გზადაგზა დამატებითი დეტალები გაეხსენებინა. ამიტომ მისი ჩვენება სანდოა“, - აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, სასამართლო პროცესებამდე ოჯახსა და მას გამოძიებასთან მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა და პოზიცია, რომელიც პროკურატურას ჰქონდა მათთვის ცნობილი და დამაჯერებელი იყო. პრესკონფერენციაზე მირიან ნიკოლაძეს დაკავებული საბურთალოელი პირების მიმართ შესაძლო საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეპიზოდში საბურთალოელები მონაწილეობდნენ, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა მოხდა, ოჯახს განსაკუთრებული აგრესია არ აქვს. „საგამოძიებო ორგანოებს ამ საკითხზე ჯერჯერობით არაფერი შემოუთავაზებიათ. ჩვენ პოზიციას მას შემდეგ დავაფიქსირებთ, რაც შემოთავაზება იქნება. კონკრეტული პოზიცია არ გვაქვს, თუმცა რომ გითხრათ საბურთალოელების მიმართ ოჯახს ისეთივე აგრესია აქვს, როგორც მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ, ეს სიმართლე არ იქნება“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. როგორც უფლებადამცველმა განმარტა, ოჯახს მოლოდინი აქვს, რომ საქმეზე აუცილებლად გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. ინფორმაციისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათგან 5-ს ბრალი ფეხბურთელის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ედება, ხოლო 12-ს გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. ყველა დაკავებულს ამ დროისთვის წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა 21 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ესპერტიზის დასკვნის თანახმად, მისი სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობით განვითარებული ასფიქსია გახდა. აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👉 შაქარაშვილს ჰქონდა ტკივილის სინდრომი, რაც დამოუკიდებლად მოძრაობაში ხელს შეუშლიდა - ექსპერტიზის დასკვნა 👉 პროკურატურა: შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა 👉 არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატი ამირხანაშვილის ბოლო ჩვენებას სიბრიყვეს უწოდებს

გამოძიების დასკვნა
მირიან ნიკოლაძე: მნიშვნელობა არ აქვს ბრალდებულები ვისგან მიიღებენ სასჯელს

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სამმა ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია, საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. „ოჯახი მიიჩნევს, რომ ვისაც ბრალი ედება, სწორედ ისინი არიან ამ დანაშაულის ჩამდენი და ახლა მნიშვნელობა არ აქვს, მოსამართლისგან მიიღებენ სასჯელს თუ ნაფიცი მსაჯულების ხელში“, - აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ. მისი თქმით, ბრალდებულებმა ნაფიცი მსაჯულების სასამართლო დროის გაყვანის მიზნით აირჩიეს, რათა ამასობაში წინასწარი პატიმრობის ვადა ამოიწუროს. ინფორმაციისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებული არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით, მათ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ბრალდებულების ადვოკატების თქმით, ისინი მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს არ ენდობიან, ამიტომ უმჯობესია ბრალეულობის საკითხი საზოგადოების წევრებისგან შემდგარმა სასამართლომ გადაწყვიტოს. 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 21 ივლისს არაგვში მაშველებმა იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობით განვითარებული ასფიქსია გახდა. ფეხბურთელის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალი სულ 5 პირს ედება, რომელთაგან 2 არასრულწლოვანია.

მირიან ნიკოლაძე და თამაზ ხომასურიძე
ზ.ხ.-ს მამის დაკავების მიზეზი პროკურატურაში ჩემი შეტანილი განცხადებაა - მირიან ნიკოლაძე

დღეს, 11 სექტემბერს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ზ.ხ.-ს მამა დააკავეს. „ზ.ხ.-ს მამის დაკავების ერთ-ერთი მიზეზი პროკურატურაში ჩემი შეტანილი განცხადება გახდა“,- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან საუბრისას. მისი თქმით, არასრულწლოვნის მამას დიდი დრო მიეცა იმისთვის, რომ ადეკვატური გამხდარიყო და აგრესიისთვის თავი დაენებებინა. „საბოლოო ჯამში ზ.ხ.-ს მამა ჩემს პირად სივრცეში შემოიჭრა და სოციალურ ქსელში მუქარის წერილებსა და შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს მიგზავნიდა, რასაც მას კი არა, არავის არ მოვუთმენ“,- აცხადებს მირიან ნიკოლაძე. ასევე ნიკოლაძეს თქმით, ზ.ხ.-ს მამას იმედი ჰქონდა, რომ მირიანი ამ ყველაფერს თავდაპირველად არასერიოზულად აღიქვამდა. „დიდი შეცდომები დაუშვა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია და პასუხისგება მოუწევს“,- დასძინა მან. მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ როგორც მას აქვს ინფორმაცია, არასრულწლოვნის მამის დაკავების მიზეზი სხვა საკითხებიც გახდა. „გადმოცემით ვიცი, რომ ტელეფონზე, რომელიც „მთავარმა არხმა“ ატრიალა, ვითომ ამირხანაშვილის მობილური დაიკარგა და 4 მილიონ ადამიანში მათ იპოვეს, კიდევ მსგავსი სისულელეები, როგორც ვიცი, ეს ზ.ხ.-ს მამას უკავშირდება და ამაზეც მოუწევს პასუხისგება“,- აღნიშნა მან. მირიან ნიკოლაძის თქმით, ზ.ხ.-ს მამას გამოძიებისთვის ცრუ ჩვენებები აქვს მიცემული. ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 19 ივ­ნისს ახალგაზრდა სპორტსმენის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სახებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.

გამოძიების დასკვნა
მირიან ნიკოლაძე: მიდით, გაათეთრეთ მკვლელები თქვე ნაგავებო

გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ, გუშინ გამოქვეყნებულ ციხის ვიდეო კადრებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. "ახლაც დაიმართეთ ისტერიკები, რომ "უდანაშაულო" ანგელოზები სხედან ციხეში.ჩვენზე მეტად მგლოვიარეები და ობიექტურები ხომ იყავით და ახლა რევაზიშვილს და ხომასურიძეს შეეჯიბრეთ მკვლელობის დეტალების ცოდნაში, აბა, თქვენ იცით. ფარული ჩანაწერი - რევაზიშვილი: "მე იმის მეშინოდა, ჩვენი დნმ-ი არ ამოსულიყო ჩანთაზე, თორემ პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა და აღარაფერი გვეშველებოდაო". არასრულწლოვანი ზ.ხ გიორგის ცემასა და მკვლელობაზე: "ვეხვეწებოდი ჩემებს დაანებეთ თავი, მაგრამ არ ჩერდებოდნენო". მუქარებზე, სამომავლო დანაშაულებზე და ანგარიშსწორებებზე აღარაფერს ვამბობ...მიდით, გაათეთრეთ მკვლელები თქვე ნაგავებო, დღეის შედეგ ხმა როგორღა უნდა ამოიღოთ! " - წერს მირიან ნიკოლაძე

გამოძიების დასკვნა
მირიან ნიკოლაძე: დადგინდა, რომ ბავშვი არაგვში მკვლელებმა გადააგდეს

„კარგია, რომ ექსპერტიზის დასკვნა მოესწრო გამოძიების ფარგლებშივე“, - ამის შესახებ გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ TV პირველის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ამ დასკვნით დადგინა, რომ გიორგი იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში და არ შეეძლო მოძრაობა. „ამან ძალიან ბევრ კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი, კონკრეტულად ამ ნაწილით, რაც ახლა იყო წარმოდგენილი, დადგინდა, რომ გიორგის არ შეეძლო გადაადგილება და შესაძლო იყო, ამ ტრავმებს გამოეწვია შოკის მდგომარეობა, რაც ცალსახად მიანიშნებს, რომ მკვლელებმა, რომლებმაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მათვე გადააგდეს ბავშვი არაგვში“. - განაცხადა ნიკოლაძემ და დასძინა, რომ მკვლელობის ნაწილში, ოჯახს კითხვები აღარ აქვს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც მას შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას. პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას. „ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10 წუთიდან 20 წუთის ფარგლებში. ასევე, გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს. აღნიშნული დასკვნა, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებს წარდგენილი ბრალდებების უტყუარობას - ბრალდებულთა მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტს“. - განმარტა პროკურორმა. ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით ვ.ა. დააკავა. პროკურორის თქმით, მოწმეთა ჩვენებითა და მობილური კავშირის ამონაწერებით დასტურდება, რომ ვ.ა.-ს ჩვენება, თითქოს მან გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ ინფორმაცია 4 უცხო პირისგან საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოისმინა, სიცრუეა.

შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი
მირიან ნიკოლაძე: ბიძინა ივანიშვილი კი არ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, უნდა წავიდეს კლეპტოკრატია

მირიან ნიკოლაძეს თქმით, მას 2006 წლის შემდეგ პოლიტიკურ პარტიებთან ძალიან ახლო კონტაქტი და გამოცდილება აქვს. „მე დღეს ვერ ვხედავ ხედვას ამ პარტიებიდან“- განაცხადა პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ წარმომადგებელიმა, მირიან ნიკოლაძემ. ნიკოლაძეს თქმით, როდესაც პარტიები იძახიან, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, ეს არის პრიმიტიული რევანშიზმი. „ბიძინა ივანიშვილი კი არ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, უნდა წავიდეს კლეპტოკრატია, რომელიც 30 წელია მართავს ქვეყანას, არ აძლევს არავის არაფრის გასაქანს “,- აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ. მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გამოიყენა აკაკი ბაქრაძეს სიტყვები და განცხადება გააკეთა. „უნდა გავრეკოთ ხელისუფლებიდან კლეპტოკრატია ივანიშვილიც, კლეპტოკრატია ხაზარაძე, კლეპტოკრატია ჩხარტიშვილი. კლეპტოკრატები არიან დეპუტატების ის ნაწილი, რომელთაც ფულის შოვნის მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ“,- დასძინა მირიან ნიკოლაძემ. მისი თქმით, საზოგადოებას პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ იძლევა იმის გარანტიას, რომ არცერთხელ არ ყოფილა მცდელობა ჩამოყალიბებულიყო პოლიტიკური მმართველი ფენა. „კლეპტოკრატიამ შეჭამა ყველაფერი, საქართველოში კი მმართველი ფენა არ არის ჩამოყალიბებული“,- აღნიშნა ნიკოლაძემ. ცნობისთვის, არჩევნების დანიშვნის შესახებ გამოცემული განკარგულებებით, პრეზიდენტმა არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი დაასახელა.

შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი
მირიან ნიკოლაძე: რადგან ოჯახის პოზიციას ვახმოვანებ, თურმე ჩემს ჭკუაზე დადის გამოძიება

გარდაცვლილი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მისი ოჯახის ინტერესების დამცველი მირიან ნიკოლაძე მოკლული ფეხბურთელის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის დედის, ეკა წულუკიძის ბრალდებას გამოეხმაურა. მირიან ნიკოლაძე აცხადებს, შაქარაშვილის ოჯახთან შეთანხმების გარეშე სისხლის სამართლის საქმეში არცერთი ნიუანსი არ გაუკეთებია. ნიკოლაძის თქმით, „ადამიანს, რომელსაც ილუზია აქვს, რომ მირიან ნიკოლაძე რაღაცას აყალბებს, მასთან ლაპარაკი არ შეიძლება“. როგორც ოჯახის ადვოკატმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში აღნიშნა, მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ სამართლებრივ ჭრილს არ გასცდნენ. „თუკი რაიმე გამიკეთებია ოჯახის გარეშე, არ არსებობს არცერთი ნიუანსი სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც დედასთან და მამასთან არ ყოფილა შეთანხმებული. ადამიანს, როცა ილუზია აქვს, რომ მირიან ნიკოლაძე რაღაცას აყალბებს, იმასთან საერთოდ საუბარი არ შეიძლება“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. ნიკოლაძის განცხადებით, ფეხბურთელის გარდაცვალების პირველივე დღეებიდან გარკვეული ჯგუფები აღნიშნული თემის პოლიტიზირებას ცდილობდნენ. „ამ ჯგუფებმა თავიანთი მედიის საშუალებით დაიწყეს საკუთარი ალტერნატიული „გამოძიების“ ჩატარება. საბოლოო ჯამში განიცადეს სრული მარგინალიზაცია. ხალხი მათ დასცინის, რადგან ეს არის არასერიოზული. აღარ იციან რა გამოსავალი იპოვონ. „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირი სურვილი იყო, რომ ჩვენი გარდაცვლილი შვილის სახელი, ცხედარი და გამოძიება მიგვერთმია მათთვის და აქედან პოლიტიკური თემა გამოეყვანათ. ალბათ, შემდგომში იმედი ჰქონდათ, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა. დღეს დილიდან გიორგის მშობლებს თამუნას და ლევანს ვაკავებ, შვილი მკვდარი მიუსვენეს სახლში და მკვლელების ოჯახის წევრები ქუჩაში გამოდიან. თან ვის დებენ ბრალს? რადგან მე ვჩანვარ ტელევიზიით და ვახმოვანებ ოჯახის პოზიციას, თურმე მე ვარ ამის ორგანიზატორი, თურმე ჩემს ჭკუაზე დადის გამოძიება. ამას ნორმალური ადამიანი იტყვის საერთოდ?!“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. ინფორმაციისთვის, შაქრაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის დედამ ეკა წულუკიძემ განაცხადა, რომ „ბავშვი მოკლა იმან, ვინც საქმე გააყალბა, მას ჩემთვის ერთი სახელი და გვარი აქვს, მირიან ნიკოლაძე“. 19 ივ­ნისს ახალგაზრდა სპორტსმენის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.

••• იტვირთება