მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

125 ქართველი სტუდენტი გერმანიაში, სპეციალური რეისით გაემგზავრა

სტუდენტები ბერლინში

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის 125 სტუდენტი დღეს, 11 აგვისტოს, საქართველოდან გერმანიაში, სპეციალური, სუბსიდირებული რეისით გაემგზავრა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მათ გერმანიაში დროებითი დასაქმების კონტრაქტები აქვთ. სტუდენტთა ნაწილი სტაჟირებასა და პრაქტიკას გერმანიის სამეცნიერო და სამრეწველო საწარმოებში გაივლის და სამშობლოში სწავლის დაწყებამდე დაბრუნდება.

უწყების ცნობით, სპეციალური ჩარტერული ფრენის ორგანიზება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყვეს, ხოლო ქართველი სტუდენტები რომლებიც აღნიშნული სუბსიდირებული რეისით გერმანიაში გაემგზავრნენ, ახალგაზრდობის სააგენტომ დაარეგისტრირა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა სტუდენტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა. სოციალური ჩარტერული ფრენა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ შეასრულა.