მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

17 წლის ჩათვლით ასაკის პირები 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობა 16 მარტის გამკაცრებულ შეზღუდვებს დეტალურად განმარტავს

17 წლის ჩათვლით ასაკის პირები სახელმწიფოსგან ერთჯერადად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ერთჯერად დახმარებას ბავშვები და მოზარდები სასწავლო წლის დაწყებამდე და სწავლის პროცესში მიიღებენ.

„ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება კრიზისში. საქართველოს ყველა მოქალაქე ბავშვი, 17 წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარიან დახმარებას ერთჯერადად“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.