მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

37 დევნილ ოჯახს შიდა ქართლის რეგიონში ბინები გადაეცა

დევნილებისთვის ბინების გადაცემა

კიდევ 37 დევნილი ოჯახი, გორსა და ხაშურში ახალაშენებულ კორპუსებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში იცხოვრებს. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

დევნილ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანმა გადასცეს.

სააგენტოს ცნობით, 2020 წელს, ჯამში, ახალ საცხოვრებელს 2000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. ბოლო 8 წლის განმავლობაში კი, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში 21 655 დევნილი ოჯახი განსახლდა.