მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

4 აპრილს ქვეყნის მასშტაბით წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

წვიმიანი ამინდი

3 აპრილს გვიან საღამოდან 4 აპრილის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

აღნიშნულს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.