მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

52.4 % ნოდარ ტურძელაძე, 33,2 % ელენე ხოშტარია - Survation -ის კვლევის შედეგები ვაკის მაჟორიტარულ ოლქში

„რუსთავი 2“ Survation -ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation „რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები - ვაკის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 52,4% ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატს ნოდარ ტურძელაძეს, გაერთანებული ოპოზიციის კანდიდატს ელენე ხოშტარიას კი ხმას 33,2% პროცენტი აძლევს.

დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:

  • ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო - ოპოზიციის დიდი ნაწილის საერთო კანდიდატი) 33,2%
  • ნანა დევდარიანი (პატრიოტთა ალიანსი) -5,3%
  • ბიძინა გეგიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 4,1%
  • ლევან კობერიძე (ლელო) -1,9%
  • ბექა ნაცვლიშვილი (ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი) -1,0%
  • გია გაჩეჩილაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) -0 % (არცერთი ხმა)
  • სხვა მაჟორიტარობის კანდიდატს ირჩევს - 2,1%

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ვაკის ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 54,6%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -12,1%
  • ევროპული საქართველო 7,8%
  • პატრიოტთა ალიანსი - 6,0%
  • გირჩი - 5,7%
  • ლელო - 5,4%
  • გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი - 2,5%
  • ლეიბორისტული პარტია -1,8%
  • ერთიანი საქართველო - 0,4%
  • თავისუფალი დემოკრატები -0 %
  • სხვა არჩევანს აკეთებს -3,7%

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუა არა მონაწილეობას, ვაკის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 75% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს.
დანარჩენი პასუხების პროცენტული წილი ასე გამოიყურება:

  • ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 11%
  • 50-50-ზე - 9%
  • არ მივიღებ მონაწილეობას -5%
  • არ ვიცი, ან უარი პასუხზე -1%

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.