მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

8 ივნისიდან რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა არ აღდგება

კომპანიის ახალი ინიციატივა

8 ივნისიდან საქალაქთაშორისო მოძრაობა აღდგება, თუმცა ეს არ ეხება სარკინიზგო ტრანსპორტს.

საკანონმდებლო მაცნეში "იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ" დადგენილება გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ გარკვეული შეზღუდვები რჩება ძალაში, მათ შორისაა სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილება.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით;