მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

9 აბიტურიენტს, რომლებმაც გამოცდა კოვიდინფიცირებულთან ერთად წერეს, COVID-19 არ დაუდასტურდა

ეროვნული გამოცდები, 2020 წ.

9 აბიტურიენტს, რომლებმაც 7 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდა კოვიდინფიცირებულთან ერთად წერეს, „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო. კორონავირუსი არ დაუდასტურდა ასევე სამ ზედამხედველს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„9 აბიტურიენტს მიეცა საშუალება, რომ მეორე გამოცდაზე გასულიყვნენ წინასწარი ტესტირების შემდეგ. ყველა მათგანი კარანტინშია გადაყვანილი. კარანტინიდან წინასწარ „პისიარ“ ტესტირების შემდეგ ხდება მათი გამოცდაზე გასვლა, რადან წელიწადი არ გაუცდეთ“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ერთ-ერთ აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს გამოცდაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.