მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აჭარაბეთი“ განაგრძობს ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას და წარმოგიდგენთ კომპანიის ელჩს, მსოფლიო ჩემპიონ გიგა ჭიკაძეს

“აჭარაბეთი’’ განაგრძობს ქართველი სპორტსმენების მხარადაჭერას და წარმოგიდგენთ კომპანიის ელჩს მსოფლიო ჩემპიონს გიგა ჭიკაძეს

კომპანია „აჭარაბეთისთვის“ მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, - ამის შესახებ „აჭარაბეთის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამო.

მათივე ინფორმაციით, კომპანია მუდმივად ცდილობს, გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებებსა თუ ტურნირებში.

„ამჯერად „აჭარაბეთის“ საპატიო ელჩი UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ქართველი მებრძოლი, მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში გიგა ჭიკაძე გახდა. ის არის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც „მედისონ სქვეარ გარდენში“ გამართულ ბრძოლაში მონაწილეობდა, ასევე, ის არის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში. საამაყოა, რომ ახლა სპორტსმენის გეგმები UFC-ს უკავშირდება, სადაც ის მნიშვნელოვან შეჯიბრებებს გამართავს.

ეს არ არის „აჭარაბეთის“ და გიგა ჭიკაძის პირველი პარტნიორობა. „აჭარაბეთი“ სპორტსმენს მხარს ჯერ კიდევ მაშინ უჭერდა, როდესაც ის სპორტულ კარიერაში დამწყებ ნაბიჯებს დგამდა, სწორედ ამ პერიოდში გახდა სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მფლობელი. „აჭარაბეთისთვის“ ორმაგად საამაყოა, რომ გიგა ჭიკაძემ თავდაუზოგავი შრომით შეძლო და მიაღწია ასეთ წარმატებას და განაგრძობს სპორტულ კარიერას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე განმარტებულია, რომ გიგა ჭიკაძის შემდეგი ბრძოლა 16 მაისს არის დაგეგმილი, რომელიც ერთ-ერთია იმ სამი ღონისძიებიდან, რომელსაც UFC ფლორიდაში ჩაატარებს.

„კომპანია „აჭარაბეთმა“ და UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ, თანამშრომლობის გრძელვადიანი მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც სპორტის მოყვარულებს ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე ელით. მნიშვნელოვანია, რომ გიგა ჭიკაძის შემდეგი ბრძოლა 16 მაისს არის დაგეგმილი, რომელიც ერთ-ერთია იმ სამი ღონისძიებიდან, რომელსაც UFC ფლორიდაში (დახურულ კარს მიღმა) ჩაატარებს. სპორტის მოყვარულებს UFC-ისთვის თვალის დევნება ექსკლუზიურად adjarasport.tv-ზე შეუძლიათ.

აჭარაბეთის“ მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა ქართველმა გაიგოს გიგა ჭიკაძის წარმატების შესახებ, უგულშემატკივროს მას და უსურვოს წარმატება. სწორედ ამ მიზნით კომპანია ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდება სპორტის მოყვარულებს“, - ნათქვამია განცხადებაში.