მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით დღეს სტეფანეს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

სტეფანე მღებრიშვილის კონცერტი

კომპანია „აჭარაბეთის“  მხარდაჭერით დღეს, 23:00 საათზე პანდემიით დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად სტეფანეს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

კომპანია „აჭარაბეთის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივის“  მხარდაჭერით, ფონდი „1ანობა“ და მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.

საქველმოქმედო კონცერტი 6 ივნისს, 23:00 საათზე „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში გაიმართება და ნებისმიერ მსურველს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს) ექნება შესაძლებლობა, თანხა გადარიცხოს ფონდის „1იანობა“ ანგარიშზე ან სატელეფონო ზარით განახორციელოს დონაცია.

 კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ყველასთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი ადამიანები - ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე და სხვები. ეს ადამიანები ფონდის ბენეფიციარების მხარდასაჭერად ერთიანდებიან.

„ეს ჩენი პირველი პროექტია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივის" ფარგლებში, კომპანია „აჭარაბეთი“ დგამს პირველ ნაბიჯს ამ ადამიანებისთვის და ასევე, ყველას აძლევს შესაძლებლობას სურვილისამებრ შეიტანონ საკუთარი წვლილი. ჩვენ ყველანი ვერთიანდებით პანდემიით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად“, - აღნიშნავს აჭარაბეთის წარმომადგენელი ნინი გუჯაბიძე.