საზოგადოება

აჭარაბეთის მხარდაჭერით STARTUP WORLD CUP-ის რეგიონალურ ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს

STARTUP WORLD CUP-ის რეგიონალურ ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს
14:07 15.07
დაკოპირებულია

კომპანია „აჭარაბეთის“ მხარდაჭერით Startup Connect-ი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ სტარტაპ შეჯიბრს - “Startup World Cup”-ს უმასპინძლებს. რეგიონალური ღონისძიება - „Black Sea and Beyond Regional Competition” საქართველოში პირველად გაიმართება, სტარტაპ შეჯიბრი 30 ივლისს მოაეწყობა, - ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარაბეთი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, Startup World Cup მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია სტარტაპებისთვის, რომლის საპრიზო ფონდი ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს (1.000.000$) შეადგენს. ფინალისთვის შესარჩევი შეჯიბრი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. საქართველო შავი ზღვის გარშემო 10-მდე ქვეყანას გააერთიანებს და რეგიონის გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც ფინალურ ტურზე კალიფორნიაში გაემგზავრება, მთავარი პრიზის მოსაპოვებლად.

„აჭარაბეთისთვის, ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი მიმართულებაა და კოპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას აღნიშნული დარგის განვითარებისთვის საქართველოში. სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარადჭერით საქართველოსა და რეგიონში სტარტაპების განვითარებას და გაძლიერებას ვუწყობთ ხელს. ეს არის უნიკალური პლატფორმა სადაც თავს იყრის ყველა ინოვაციური და კრეატიული სტარტაპი და ახლა უკვე საქართველოსაც აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა. ყველა მონაწილეს აქვს შანსი მოიპოვოს დაფინანსება და გახდეს წარმატებული არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. მინდა ვუსურვო წარმატება და გამარჯვება ყველა ქართულ სტარტაპს“, -აცხადებს „აჭარაბეთის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინი გუჯაბიძე.

სტარტაპ შეჯიბრის გარდა, ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მოუსმინოს არაერთ წარმატებულ საერთაშორისო სპიკერს და გაიზიაროს მათი გამოცდილება, დაესწროს ვირტუალურ გამოფენას, დაამყაროს კონტაქტები მსოფლიოს წამყვან ინვესტორებთან.

მონაწილოების მისაღებად, სტარტაპებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია არაუგვიანეს 24 ივლისისა, მითითებულ ბმულზე: https://www.startupworldcup.io/georgia

დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.startupworldcup.io/georgia-regional

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან 5 პი...

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 5-ს ბრალი ჯგუფურად გ...
12 აგვისტოს, 12:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დ...
21 წუთის წინ
ოკუპირებული ტერიოტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მსოფლიო...
36 წუთის წინ
დღეის მონაცემებით, კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა...
38 წუთის წინ
„დღეს, ჩვენი პოლიტიკური გუნდი წარმოგიდგენთ მაჟორიტარობის კანდიდატს, ადამიანს, რომელიც საქართველოს პა...
42 წუთის წინ
ვირუსი მესტიაში სოლომონ პავლიაშვილი: მესტიიდან გასაყიდ სასოფლ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, მესტიის...
16:55
შაქარაშვილის ბიძა: დამნაშავეების უმკაცრე...
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ დანა...
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ სააღსრულებო...
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ სააღსრულებო წარმოება და...
ჯივიპი 12 აგვისტოს ქ. წამებულის გამზირზე...
ხვალ, 12 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ისნის რაიონში, ქეთევან წამებულის გა...