მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აჭარაბეთმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“ შექმნა

„აჭარაბეთმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“ შექმნა

კომპანია „აჭარაბეთმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“ შექმნა, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულებებით იმუშავებს.

კომპანია „აჭარაბეთის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის „ინიციატივის’’ მხარდაჭერით, ფონდი „1ანობა“ და მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე და სხვები. ეს ადამიანები ფონდის ბენეფიციარების მხარდასაჭერად ერთიანდებიან.

საქველმოქმედო კონცერტი 6 ივნისს, „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში გაიმართება და ნებისმიერ მსურველს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს) ექნება შესაძლებლობა, თანხა გადარიცხოს ფონდის „1იანობა“ ანგარიშზე ან სატელეფონო ზარით განახორციელოს დონაცია.

„ეს ჩენი პირველი პროექტია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივის" ფარგლებში, კომპანია „აჭარაბეთი“ დგამს პირველ ნაბიჯს ამ ადამიანებისთვის და ასევე, ყველას აძლევს შესაძლებლობას სურვილისამებრ შეიტანონ საკუთარი წვლილი.“- აცხადებენ აჭარაბეთში

„1იანობა“ ონლაინპლატფორმაა, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა, რათა დავხმარებოდით იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენ ყველანი ვერთიანდებით პანდემიით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი თანხა მოვაგროვოთ ამ ადამიანების დასახმარებლად,“ - აცხადებს ფონდ „1ანობის“ დამფუძნებელი ვალერი ჩეხერია.

სატელეფონო ნომერი: 0901 900 991

საქართველოს ბანკი. მიმღები: ააიპ ერთიანობა 2020

GE48BG0000000162696882

თიბისი ბანკი. მიმღები: ააიპ ერთიანობა 2020

GE28TB7404836080100011