მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში, სოფელ გუნდაურში განვითარებული მეწყრის შედეგადაც საავტომობილო გზა ჩაიკეტა

სოფელი გუნდაური

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუნდაურში განვითარებული მეწყრის შედეგადაც საავტომობილო გზა ჩაიკეტა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაწმენდა ვერ მოხერხდა გეოლოგიური შესწავლის გარეშე.

მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის საავტომობილო გზები დეპარტამენტის უფროსი, ქედის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. მუხრან კაკაბაძის განცხადებით, გეოლეოგების მიერ პირველადი შესწავლით მიზანშეწონილია ახალი გზის გაყვანა.

საგზაო დეპარტამენტის მიერ მომზადდება პროექტი, რის შემდეგაც მოხდება ახალი გზის გაყვანა.