მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ფასადი

თბილისის მერია სოფელი დიღმისთვის წყალარინების ცენტრალური  ქსელის მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, წრიულ სამანქანო ზოლში ჩატარდება.

„სამუშაოების მიმდინარეობისას, 25 ნოემბრიდან ერთი დღე-ღამის განმავლობაში, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მძღოლებს ავტომობილების მობრუნება მომდევნო წრიულ ზოლში შეეძლებათ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.