მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მუშაობა განაახლა

აღსრულების ბიუროს შენობა

დღეს დილიდან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ელექტრონული, დისტანციური წესით მუშაობა განაახლა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღსრულების ეროვნული ბიურო, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე და კორონავირუსის გავრცელების აღმოფხვრამდე მხოლოდ გამოსახლებასთან დაკავშირებულ საქმიანობას არ განახორციელებს.

"აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები დილიდან უკვე გაიცემა. ამისათვის საჭიროა, რომ გამარტივებული წესით აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოთ მეილის მისამართზე ან ფბ-ით, ან თუ კითხვა გაგიჩნდათ, ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღოთ შესაბამისი ინფორმაცია.

აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმიაობის პირობებში იმუშავებს ასლებით და თუ კი მაინც დედანი დოკუმენტის მიტანა გახდა საჭირო, შექმნილი იქნება სპეციალური ადგილები, სადაც მოქალაქეები ამ დედნის მიტანას აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან კონტაქტის გარეშე შეძლებენ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.