მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აკაკი ზოიძე: ისეთი პროექტი იქნება წარდგენილი, რომელიც სალონების მუშაობას არ ზღუდავს

ჯანდაცვის ექსპერტი

„ხვალ წარმოდგენილი იქნება 2 თვიანი გეგმა, როგორ მოვიქცევით და რა შემთხვევაში რას გავაკეთებთ“, - ამის შესახებ ექსპერტმა მედიცინის საკითხებში აკაკი ზოიძემ აღნიშნა.

მისი თქმით, ახლა კონსოლიდაციის დროა და მოგვიანებით გახდება ცნობილი ვინ რაზე იყო პასუხისმგებელი და რა შეცდომა დაუშვეს.

„მნიშვნელოვანია, რომ წერტილოვანი კი არა დამიზნებითი შეზღუდვები შემოვიღოთ, რომელსაც მაქსიმალური ეპიდემიოლოგიური ეფექტი ექნება.

სალონების აკრძალვას ნულოვანი ეპიდემიოლოგიური ეფექტი ექნება, რადგან დაიწყება სახლებში სიარული. ამიტომ ასეთი რაღაც არ უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ სატელევიზიო ეთერში.

როგორც მან აღნიშნა, საუბრის თემა დღეს სილამაზის სალონებიც გახლდათ.

„ვიცი, რომ ისეთი პროექტი იქნება წარდგენილი, რომელიც არ ზღუდავს სალონების მუშაობას, რადგან ამას პირიქითი ეფექტი მოჰყვება“, - დასძინა აკაკი ზოიძემ.

📌 ცნობისთვის, დღეს, 25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 071 შემთხვევა დადასტურდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ეპიდვითარება საქართველოში

👉 „ხვალ გამოცხადდება შეზღუდვები, რომლითაც ქვეყანას მომავალი 2 თვე მოუწევს ცხოვრება“ - პაატა იმნაძე