მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალი ველოტრასები და საფეხმავლო ქუჩები - რას გეგმავს თბილისის მერია 2021 წელს?

ველობილიკი თბილისში

თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენის მიზნით 72 მილიონი ლარია გამოყოფილი. 

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შენახვა - 62 მილიონი ლარი.

ტრანსპორტის განვითარება - 10 მილიონი ლარი.

რა იგეგმება?

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული:

🈳 გაუმჯობესდება მეტროპოლიტენის, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მომსახურების ხარისხი.

🈳მოწესრიგდება პარკირების სისტემა.

🈳მოეწყობა ახალი საფეხმავლო ქუჩები და ველოტრასები.

🈳 უზრუნველყოფილი იქნება ავტობაზების მოდერნიზება და თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვა.

🈳გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის სისტემა.

🈳 მუნიციპალური ავტოპარკი ეტაპობრივად სრულად ჩანაცვლდება ელექტრო ტრანსპორტითა და ჰიბრიდული ტრანსპორტით.

🈳 უზრუნველყოფილი იქნება სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა მოთხოვნებთან/პირობებთან.

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთება

„საავტომობილო გზებზე მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად და გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება მუშაობა ცენტრალური და შიდა კვარტალური გზების მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის, მოხდება ახალი გზების მშენებლობა და არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, სატრანსპორტო კვანძების რეაბილიტაცია, გზების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა მოთხოვნებთან/პირობებთან. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოდერნიზირებული და რეაბილიტირებული იქნება ცენტრალური და შიდაკვარტალური მნიშვნელობის საავტომობილო გზები, შემცირდება საცობების რაოდენობა, რაც დადებითად იმოქმედებს სატრანსპორტო ნაკადების მაჩვენებლებზე“,- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ტრანსპორტის განვითარება

განმარტებით ბარათში წერია, რომ:

🈳 სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, განხორციელდება დედაქალაქის ქუჩებსა და მაგისტრალებზე საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ბოძკინტების, ზღუდარების, ბარიერების მოვლა-შენახვა და ექსპლუატაცია.

🈳შუქნიშნის ახალი ობიექტების დაყენება, გზაჯვარედინებზე განთავსებული საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებების რეკონსტრუქცია და მიერთება მართვის ავტომატიზებულ სისტემაზე, შუქნიშნის მართვის ცენტრის ექსპლუატაცია.

🈳დედაქალაქის ავტოტრანსპორტის გაზრდილი ნაკადების გამტარუნარიანობის უზრუნველყოფისათვის შუქნიშნების მუშაობის რეჟიმის რეგულირება, გზაჯვარედინების რეკონსტრუქცია და გადასასვლელების მოწყობა.

🈳დედაქალაქის ქუჩებსა და მაგისტრალებზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულების წინასწარი მაჩვენებლის დამონტაჟება.

🈳ტრანსპორტის განვითარების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურება.

🈳სატრანსპორტო საშუალებების პარკირების სპეციალური საშვის დამზადება და სხვა ღონისძიებები.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მთლიანი მოცულობა განისაზღვრა 840 302,5 ათასი ლარით, რაც 2020 წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში, რომელიც შეადგენდა 1 021 400,6 ათას ლარს, შემცირებულია 181 098,1 ათასი ლარით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რას აპირებს თბილისის მერია ტურიზმის მიმართულებით 2021 წელს?