მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალქალაქში 45 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

არ გადაკვეთო 4

წუხელ, გვიან ღამით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში 45 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ამავე სოფლის მკვიდრია. ცხედარს მშენებარე კორპუსში მიაგნეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი გაიყინა და ჰიპოთერმიით გარდაიცვალა.

ოჯახმა მისი მოძებნა მას შემდეგ დაიწყო, როცა წუხელ მამაკაცი სახლში არ მივიდა. ცხედარი კი მისმა ძმამ იპოვა.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. გარდაცვლილს ექსპერტიზა ახალციხეში ჩაუტარდა. ცხედარი უკვე სახლში გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.