მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალქალაქში მშვიდი სიტუაციაა

ახალქალაქში სტაბილური სიტუაციაა

ახალქალაქში სიმშვიდე და სტაბილური სიტუაციაა. ამის შესახებ PIA.GE-ს სამცხე ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა განუცხადა.

გუბერნატორის თქმით, ახალქალაქში პოლიციაა მობილიზებული, რომელიც პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს.

„პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმშია“, - აღნიშნა ამირანაშვილმა.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს ახალქალაქში ცენტრალური პარკის მიმდებარედ, ადგილობრივი ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინცინდენტის დროს 27 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მას ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალქალაქში 27 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.