საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: ლუგარის ცენტრის ამუშავება 2013 წლამდე ვერ მოხერხდა, რადგან 2011 წელს ის წაართვეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ლუგარის ლაბორატორიის დაარსებაზე საუბრობს
23:01 27.03
დაკოპირებულია

ლუგარის ცენტრის ამუშავება 2013 წლამდე ვერ მოხერხდა, რადგან 2011 წელს ის წაართვეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს. 2013 წლის გაზაფხულზე დავით სერგეენკომ, როცა მე დავინიშნე ამ ცენტრის დირექტორად, ერთ-ერთ პირველ ამოცანად ეს დამისახა. მახსოვს, ორი დიდი ამოცანა დააყენეს ჩემს წინაშე, ეს იყო თამბაქოსთან ბრძოლის გაძლიერება ქვეყანაში, ეს იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალება და მეორე გახლდათ, რომ ლუგარის ცენტრის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი არის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის შემადგენელი, მისი ლაბორატორიული ნაწილი:

„ლუგარის ცენტრი არ არის მხოლოდ ერთი ლაბორატორია, ის არის ნაწილი ქვეყნის ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემისა, სადაც შედის 22 ლაბორატორია, სხვადასხვა მასშტაბისა და სხვადასხვა ზომის. 12 არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშ და 10 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნაწილია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რეალური ისტორია, როგორ შეიქმნა ეს ლაბორატორია – ჯერ კიდევ 80-იანი წლების შუა ნახევარში ორმა ცნობილმა სენატრომა ლუგარმა და ნანმა, როცა საბჭოთა კავშირში გარდაქმნის პერიოდი მიმდინარეობდა, მათ წამოაყენეს იდეა. ისინი ბევრს მუშაობდნენ განიარაღების საკითხებზე და წამოაყენეს იდეა, რომ მსოფლიო გათავისუფლებულიყო ნუკლიანური, ბიოლოგიური იარაღისგან. შემდეგ ამ ინიციატივამ მიიღო ლუგარის და ნანის ინიციატივის სახელწოდება, რომელიც კონგრესში ინიცირებული იქნა 90-იანი წლების დასაწყისში. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საშიშროებას წარმოადგენდა „უპატრონოდ მიტოვებული ნარჩენები“. ნუკლეარული, ბირთვული, ქიმიური და ასევე, ბიოლოგიური პროდუქტები, რომელიც ტერორისტების ხელში შეიძლება გამხდარიყო იარაღი და ასეც მოხდა. 2001 წელს 9/11-ის შემდეგ დაიგზავნა ადამიანებთან წერილები კონკრეტული მისამართებით ერთ-ერთი ლაბორატორიიდან გაჟონილი ციმბირის წყლულის წერილები და რამდენიმე ადამიანი შეეწირა ამ დაავადებას. 2001 წლის შემდეგ ამერიკაში განსაკუთრებით გააქტიურდა ე.წ. საფრთხის შემცირების პროგრამა, რომელიც პენტაგონის ქვეშ მუშაობდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, 1997 წელს საქართველომ და აშშ-მ დიდ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელსაც აწერია ერთის მხრივ, პრეზიდენტი შევარდნაძე და მეორე მხრივ, პრეზიდენტი კლინტონი, რომელმაც საფუძველი დაუდო ამ ტიპის პროგრამების განვითარებას მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილ საბჭოთა კავშირში და მათ შორის, საქართველოშიც, რადგან ხელს აწერდა ორი პრეზიდენტი:

„ეს გახლავთ ქოლგა, საფუძველი ამ დიდი პროგრამის განვითარებისა. ეს ხელშეკრულება ეხებოდა სწორედ ბიოლოგიური, ქიმიური, ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობას მსოფლიოში. ეს ხელშეკრულება გახლავთ 1997 წლის ხელშეკრულება, რომელიც რატიფიცირებული იყო საქართველოს პარლამენტის და ამერიკის სენატის მიერ. ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა სწორედ იმ საკითხზე, რომ საქართველოში დაწყებულიყო საფრთხის შემცირების დიდი სააგენტო შეიქმნა, ნანის და ლუგარის ინიციატივის ფარგლებში ამერიკის თავდაცვის სამინისტროში, პენტაგონში. ამ სააგენტოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გახლდათ ძალიან საინტერესო ადამიანი და მერე საქართველოს დიდი მეგობარი ენდი ვებერი, რომელიც შემდეგ გახდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ობამას მთავრობაში. ამ ადამიანის პირადი დამსახურება არის ძალიან დიდი, რომ შეიქმნა ქვეყანაში ეს ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემა და აშენდა ლუგარის ლაბორატორია. ეს ადამიანი იყო, არის და რჩება საქართველოს დიდ მეგობრად. მაშინ ის იყო ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პენტაგონის, მე მაშინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ თანამდებობაზე. ის პაატა იმნაძემ მოიყვანა ჩემთან იდეით, რომ საქართველოს შეეძლო ამ პროგრამის მიღება და საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთან ერთად ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა შეიძლებოდა გამხდარიყო რეციპიენტი ამ პროგრამისა. მათ შორის, რუსეთსაც შესთავაზეს მსგავსი მხარდაჭერა. მაშინ იმ დიდ მასშტაბებზე არ იყო საუბარი, რაზეც ეს პროგრამა განვითარდა, ამაში აშშ-ის ინვესტიცია 300-350 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში ფასდება და ეს არ არის მარტო ინფრასტრუქტურა, ეს არის ადამიანური რესურსები, კვლევები და ა.შ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, თავიდან საუბარი იყო, რომ ბიოუსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორია უნდა აშენებული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეზოში, ასათიანის ქუჩაზე:

„პაატა იმნაძე და მე, ენდი ვებერთან ვიხილავდით ამ საკითხებს. შემდგომ საქმის კურსში ჩავაყენე მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი ავთო ჯორბენაძე. შემდეგ ის გახდა სახელმწიფო მინისტრი, მე გავხდი მინისტრი ჯანდაცვის და დავიწყეთ ამ საკითხზე ინტენსიური მუშაობა, რომ საქართველოს ეს სჭირდება. ენდი ვებერი ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და ვიხილავდით ამ საკითხებს. მივიდა იქამდე, რომ რადგან პენტაგონის ქოლგის ქვეშ მიდიოდა ეს პროგრამა, 2002 წელს, მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ და აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მოაწერეს ხელი უკვე მეორე ხელშეკრულებას, უშუალოდ ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის დაწყებისას საქართველოში. შემდეგ ძალინ აქტიურად იმუშავა ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მადლობა ირაკლი მენაღარიშვილს, მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა, რომ სწრაფად მომხდარიყო პარლამენტში მისი რატიფიცირება. ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ საქმეში ჩვენმა მაშინდელმა ელჩმა ლევან მიქელაძემ. დიდი როლი ითამაშა პროგრამის წარმატებით დაწყების ინიცირებაში გაერო-ში ჩვენმა მაშინდელმა ელჩმა რევაზ ადამიამ და ბევრმა ადამიანმა. ძალიან დიდი იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის და მაშინდელი დირექტორის პაატა იმნაძის როლი და არცთუ მცირე ჩემი როლი, რომელიც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ საქმეში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, 2002 წელს ხელი მოეწერა დიდ ხელშეკრულებას, რომელმაც საფუძველი დაუდო ამ ცენტრს:

„ბევრს ეშლება, რომ ეს ყველაფერი მერე აშენდა, კი, აშენდა, მშენებლობა დაიწყო 2004 წლის შემოდგომაზე, მაგრამ ყველა საფუძველი ამის მომზადდა ამ წლებში - 1997 წლიდან 2003 წლის ჩათვლით. 2004 წელს უკვე შეირჩა ადგილი, სადაც ახლა ლუგარის ცენტრია, გაიჭრა პირველი ბარით, მაშინ სენატორი ლუგარი ჩამოსული იყო საქართველოში. დაახლოებით, ექვსი წელიწადი მიმდინარეობდა ამის მშენებლობა. ლუგარის ცენტრი დაერქვა სწორედ ბატონი ლუგარის საპატივცემულოდ. 2010 წელს დასრულდა და 2011 წელს ის გაიხსნა ოფიციალურად, მაგრამ სამწუხაროდ, 2013 წლამდე ვერ მოხერხდა ლუგარის ცენტრის ამუშავება, რადგან ლუგარის ცენტრი თავიდან განსაზღვრული იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის, მერე ის წაართვეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, გადაიტანეს სხვის დაქვემდებარებაში, აღარ ვასახელებ ახლა ვინ, როგორ, რანაირად და გაიხსნა 2011 წელს, მაგრამ ვერ ამუშავდა, რადგან ის ხალხი, ვისაც ეს უნდა აემუშავებინა, ძირითადად ,დასაქმებული იყო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. ვერ მოხერხდა მისი ამუშავება. 2013 წლის გაზაფხულზე დავით სერგეენკომ, როცა მე დავინიშნე ამ ცენტრის დირექტორად, ერთ-ერთ პირველ ამოცანად ეს დამისახა. მახსოვს ორი დიდი ამოცანა დააყენეს ჩემს წინაშე, ეს იყო თამბაქოსთან ბრძოლის გაძლიერება ქვეყანაში, ეს იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალება და მეორე გახლდათ, რომ ლუგარის ცენტრის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, რადგან სერიოზული თანხები იხარჯებოდა აშშ-ის მიერ ლუგარის ცენტრის შესანახად. ამას ყველაფერს იხდიდა აშშ და მათ თქვეს, რომ ჩვენ ეს უნდა გადავიხადოთ 2015 წლამდე და შემდეგ ეს თქვენ უნდა გადაიხადოთ. ლუგარის ცენტრი არ მუშაობდა ამ დროს. ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაისახა, თუ რა უნდა გაკეთებულიყო, მეც წარვადგინე რამდენიმე ვერსია ლუგარის ცენტრის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მთავარი იყო, რომ ლუგარის ცენტრი უნდა დაბრუნებოდა თავის პირვანდელ ინსტიტუციას, რომელიც არის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. დავდეთ მისი განვითარების პროგრამა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, 2013 წლის მაისში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლუგარის ცენტრი ისევ გადმოეცა დაავადებათა კონტროლის ცენტრს, როგორც მისი ლაბორატორიული ნაწილი:

„გადაწყვეტილების თანახმად, ის უნდა ყოფილიყო არა მარტო დაავადებათა კონტროლის ცენტრის, იქ შეეძლოთ ემუშავათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მათ განსაკუთრებით საშიში პათოგენები აქვთ, ბაქტერიოფაგს, რომელსაც განსაკუთრებით საშიშ პათოგენები აქვს, ან ნებისმიერ უნივერსიტეტს, ვისაც ექნებოდა პროექტები ბიესელს სამის მოთხოვნით. ასეც არის დღეს. ეს არის საერთო ქვეყნის ლაბორატორია, სადაც ყველას შეუძლია, თავისი ცდები ჩაატაროს. ბიოუსაფრთხოების მესამე დონისთვის მათ უნდა გაიარონ შესაბამისი ტრენინგი, მერე ჩვენ გადავამზადებთ. დღეს ქვეყანაში 40-45 ადამიანია, ვისაც ბიოუსაფრთხოების მესამე დონეში შეუძლია მუშაობა, იქ თავისი პირობებია. ეს გადმოგვეცა მაისში და აგვისტოში ლუგარის ცენტრი ამუშავდა. აკრიფა ძალები, თანდათან უფრო განვითარდა. შემდეგ გაფართოვდა მუშაობის არეალი, შემდეგ დაიწყო ჰეპატიტის პროგრამა, სადაც ლუგარს აქვს სერიოზული სეგმენტი. გვაქვს კორონავირუსული ინფექცია, სადაც ლუგარს აქვს თავისი სერიოზული დანიშნულება და კიდევ ბევრი. პირველი აღმოჩენები გაკეთდა მსოფლიოში ლუგარში. ადამიანები, ვინც გამოდიან და ხშირად საუბრობენ ამაზე, რომ იქ არის სწორი, ზოგიერთი არასწორი, ზოგიერთ დამახინჯება ფაქტების, თითქოს ყველაფერი აშენდა და გაკეთდა რაღაცა პერიოდში. არა, სინამდვილეში ეს ყველაფერი დაიწყო 1997 წელს - 1999, 2000, 2001, 2002, 2003 და თვითონ მშენებლობა და კონსტრუქცია 2004-ში დაიწყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ფულის გადახურდავება

სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნებია...

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მ...
აჭარის პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მინდია გიორგაძის იგივე "ლავასოღლის" 4-მა მხარდამ...
36 წუთის წინ
გლდანის მერვე მიკრორაიონში, N23, N11, N9 კორპუსების მიმდებარედ სკვერი ეწყობა. მიმდინარე სამუშაოები დ...
46 წუთის წინ
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემ...
47 წუთის წინ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ აღთაკლიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინა...
16:25
თურნავა საქართველო ბალტიის ქვეყნებიდან ტურისტებს მიიღ...
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ტაავი აასთან ონ...
ღარიბაშვილი: ჩვენი ჯარი ნატოს ხელმძღვანე...
"ჩვენს უწყებას ნატოსთან აბსოლუტურად წარმატებული თანამშრომლობა აქვს. ყველა სიახლე...
მედიააკადემიის პროგრამებით 120-ზე მეტმა...
2019 წელს მედიააკადემიამ აქტიური საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო, შექმნა და გა...
ლარი ისევ მყარდება - კურსი 3.00-ს უახლოვ...
ლარი მესამე დღეა მკვეთრად მყარდება. Bloomberg-ს სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარი...