მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე საკარანტინე სივრცეში გარდაცვლილ მამაკაცთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

გამყრელიძე ამირან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თელავში, საკარანტინე სივრცეში გარდაცვლილ 29 წლის მამაკაცთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ფაქტი საკარანტინე სივრცეში ყოფნის დროს მოხდა.

„საკარანტინე სივრცეში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, რომელიც ჩამოსული იყო ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, გარდაცვლილ მამაკაცს მეტადონის პროგრამაში ჩასმის საჭიროებაზე განცხადება არ ჰქონია გაკეთებული.

„ტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, რის შედეგადაც მივიღებთ საბოლოო ინფორმაციას“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, შემთხვევა დღეს, 26 სექტემბერს თელავის ერთ-ერთ საკარანტინე სასტუმროში მოხდა.