მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: საქართველო უკეთესად გავიცნოთ - შიდა ტურიზმი უნდა განვითარდეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ წელს, ქვეყანაში შიდა ტურიზმი უფრო მეტად უნდა გავითარდეს.

"მინდა, რომ ჩვენ, ყველამ საქართველო უკეთ გავიცნოთ. წავიდეთ და ვიაროთ. შიგნით ინფექცია საბედნიეროდ დიდი არ გვაქვს, ამიტომ, სასურველია წელს შიდა ტურიზმს მიექცეს მეტი ყურადღება, მას დამატებითი კვლევები არ სჭირდება, თუ რა თქმა უნდა არ გვაქვს ის, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ - თუ გვაქვს ტემპერატურა, სიმპტომები, აუცილებლად მივაკითხოთ ექიმს ან დავურეკოთ 112-ზე", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 15 ივნისიდან ქვეყანა იწყებს შიდა ტურიზმის ამოქმედებას, ხოლო 1-ლი ივლისიდან უცხოელი ტურისტის მიღებას.