მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: წითელი და მწვანე ზონის სტატუსის საკითხით ნუ მანიპულირებთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020

ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობასთან შეფარდებით, საქართველოში 0.57% გვაქვს.

„ძალიან გთხოვთ, წითელი და მწვანე ზონის სტატუსის საკითხით ნუ მანიპულირებთ, რადგან ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს. დღეს, საქართველოს ინფიცირებულთა აბსოლუტური რიცხვი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აქვს ევროპაში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4960 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1819 განიკურნა, 28 კი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.