მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გოგიტიძე: რუსთავში 21 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის უეცარი გაჩერებაა

კარანტინში მყოფი ექიმების ანაზღაურება

სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის ამირან გოგიტიძის განცხადებით, რუსთავში გარდაცვლილი 21 წლის ახალგაზრდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული იყო.

მისივე თქმით, გარდაცვლილის დაკრძალვა კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტებისთვის გაწერილი პროტოკოლით არ მოხდება.

„25 ოქტომბერს ის პროტოკოლის წესის მიხედვით გაწერილ იქნა კოვიდსასტუმროდან. გაწერამდე მისი მდგომარეობა შეაფასა ექიმმა. იგი თავს კარგად გრძნობდა და არანაირი ჩივილი არ აღენიშნებოდა. ხაზგასმით ვამბობ, რომ აღნიშნული პირი აღარ იყო კოვიდინფიცირებული“, - აღნიშნა ამირან გოგიტიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან განმარტა, წინასწარი ვარაუდით, ახალგაზრდას გული გაუჩერდა.

„იგი საკუთარი სახლის ეზოში ნახეს გარდაცვლილი. ახალგაზრდა სამუშაოებს ატარებდა. მისი სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ, გულის უეცარი გაჩერებაა“, - განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

ინფორმაციისთვის, რუსთავში 21 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. მან კოვიდსასტუმრო 25 ოქტომბერს დატოვა.