მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანა საბახტარიშვილი: მშენებლებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მუშაობა გრძელდება წვიმაშიც, თოვლშიც და ვირუსის დროსაც

მშენებელთა ასოციაციის დირექტორი

"მშენებლებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენ ვაშენებთ წვიმაშიც, თოვლშიც და ვირუსის დროსაც, რა თქმა უნდა შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით", - ამის შესახებ დღეს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა განაცხადა, რომელიც ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილისა და სამშენებლო ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაში მონაწილეობდა.  

"შეხვედრაზე საუბარი იყო სხვადასხვა პრობლემაზე, მათ შორის ვალუტის გაცვლითი კურსიდან გამომდინარე სამშენებლო მასალებზე ფასის შესაძლო ზრდაზე.  ამ მიმართულებით მივიღეთ დაპირება, რომ ძალიან მალე გამოიცემა მთავრობის დადგენილება, რომლითაც რისკების გადაზღვევას სახელმწიფო ნაწილობრივ მოახდენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მედიაში ჩვენ გავავრცელეთ სლოგანი - დარჩი სახლში, ჩვენ ვაშენებთ თქვენთვის, რასაც ვასრულებთ და როგორც საგზაო, ასევე სხვა სახის პროექტებზე კომპანიები არც ერთი წუთით არ წყვეტენ მუშაობას", - აღნიშნა ანა საბახტარიშვილმა.