მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანდრია ჯაღმაიძე: ზოგს გონია, რომ ეკლესიაში სათამაშოდ დავდივართ

ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი საყოველთაო კარანტინზე

"როგორც ჩანს, მსოფლიოში კორონავირუსი ძალიან ბევრ რამეს შეცვლის. ადამიანების ნაწილი, რომლებიც მუდმივად ცდილობდნენ, რომ ეკლესიის დისკრედიტაციის შედეგებისთვის მიეღწიათ, ფიქრობენ, იქებ ეკლესიის პრობლემაც ბარემ მოგვარებულიყო ამ ვირუსის ფონზე", - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

"ზიარების საკითხი არ ჩამოდის მათი თემების პირველი ფურცლებიდან, მუდმივად ამას აფრიალებენ. ბევრჯერ ავხსენით, რომ ეს არის საიდუმლო, ისტორიულად ჩვენი აღმსარებლობის განუყოფელი ნაწილია.

საქმე იმაში არ არის, რომ მათ მაინცდამაინც ზიარება აწუხებთ და სხვა არაფერი ეკლესიასთან მიმართებაში, მათ ზოგადად ეკლესია აწუხებთ. ამ ხალხის ნაწილს, სჯობდა ასეთი დიდი ამბავი აეტეხა ბავშვთა მკვლელობაზე. საკვირველია რატომ არის, რომ ერთიდაიგივე ხალხი აბორტების სახით სიკვდილს რომ მიესალმება და ეკლესიის მისამართით ისვრის კენჭებს. ეკლესია წინააღმდეგია ამ მკვლელობის. როდესაც აბორტზე ვლაპარაკობთ, გვესაუბრებიან ადამიანის უფლებებზე, გვეუბნებიან, ეს დედის უფლებაა, მაგრამ აღმსარებლობის თავისუფლება უკვე აქტუალური აღარ არის, როდესაც ეკლესიაზე საუბრობენ.

არ ესმით ვთქვათ საიდუმლოს შინაარსი და ძნელი ასახსნელია ადამიანისთვის, რომლისთვისაც ეკლესია და ქრისტე არაფერს წარმოადგენს. გონიათ, რომ სათამაშოდ დავდივართ ეკლესიაში და არა სულიერი საზრდოს მისაღებად, ღმერთთან შესაერთებლად, ვნებებისაგან განსაკურნებლად, რეალურად ეკლესია ამ მხრივ ერთგვარ საავადმყოფოდაც კი უნდა წარმოვიდგინოთ", - აღნიშნა ნადრია ჯაღმაიძემ.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 134 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში უკვე დაბრუნდნენ, 26 კი, გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 106 პაციენტი მკურნალობს.