მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: ემიგრანტთა წვლილი უდიდესია იმაში, რომ დღეს, საქართველო ევროპაში ბრუნდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2020

ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს, 5 აგვისტოს, ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არა ის ადამიანები, ვისი წიგნებიც, ნააზრევი და ბიოგრაფიებიც არის თავმოყრილი ბიბლიოთეკის სივრცეში, საქართველოსთვის შეუძლებელი იქნებოდა, დღეს ევროპა ყოფილიყო ასეთი მაღალი პრიორიტეტი და საქართველო ამდენად ფართოდ წარმოდგენილიყო ევროპაში.

ამასთანავე, თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას პროფესორ გურამ შარაძის ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახს მისი დაწყებული საქმის გაგრძელებისთვის მადლობა გადაუხადა.

emigratsiis-muzeumi_o_h.jpeg„ამ დარბაზში თავმოყრილია ჩვენი წინაპრების მოღვაწეობა და ანდერძი, რომელიც საქართველოს ევროპაში დაბრუნებას უკავშირდება - ევროპაში დაბრუნება, საქართველოს ევროინტეგრაცია არის ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანი და ჩვენი ხელისუფლება განუხრელად ასრულებს საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვან პრიორიტეტს. რომ არა ის ადამიანები, ვისი წიგნებიც, ნააზრევი და ბიოგრაფიებიც არის თავმოყრილი ამ სივრცეში, საქართველოსთვის შეუძლებელი იქნებოდა, დღეს ევროპა ყოფილიყო ასეთი მაღალი პრიორიტეტი, ყოფილიყო ასეთი სახით წარმოდგენილი საქართველოში და საქართველო ამდენად ფართოდ წარმოდგენილიყო ევროპაში. საქართველოს ევროპაში ჰყავს არა მხოლოდ ელჩები, რომლებიც დიპლომატიურ სამსახურში არიან, საქართველოს ევროპაში ჰყავს კულტურის ელჩები, ჰყავს ისტორიის ელჩები, ემიგრანტები, რომელთა დამსახურება არის უდიდესი როგორც მიღწეულ პროგრესში, ასევე, ყველა რთულ დროში, როდესაც ემიგრაცია აკეთებდა შეუძლებელს საკუთარი ქვეყნის და ხალხის დასახმარებლად. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მადლობას გიხდით ყველას - თითოეულ ადამიანს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ამ საქმეში. ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ეს მემკვიდრეობა მნიშვნელოვანია, რათა მომავალმა თაობამ გაიაზროს, თუ როგორ დგამდა ნაბიჯებს საქართველო ევროპისკენ. იმ ადამიანებმა, ვისი ბიოგრაფიები და ფოტოებიც აქ არის წარმოდგენილი, შესაძლებელი გახადეს, რომ დღეს საქართველოს აქვს რეალური გეგმა და სამოძრაო რუკა ევროკავშირში დასაბრუნებლად. მე, პირადად, როგორც ახალი თაობის წარმომადგენელი, ქედს ვიხრი და მადლობას ვუხდი ჩვენს წინაპრებს ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას.​