მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არქიმანდრიტი კირიონი: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა იმსახურებენ პატიმრობაში ყოფნას

დავით გარეჯის მღვდელო-მონაზონი

დავით გარეჯის მონასტრის მღვდელ-მონაზონი კირიონი სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების განლაგების საკითხში ივერი მელაშვილის დანაშაულზე მიუთითებს და აცხადებს, რომ დაკავებულმა საქმეზე მისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

არსებული ინფორმაციით, ბევრ სხვა ფაქტთან ერთად სწორედ მისი ჩვენებაც გახდა გარკვეული მტკიცებულება და საქმის გამოძიების საფუძველი.

დღეს, 9 ოქტომბერს მან ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა იმსახურებენ პატიმრობაში ყოფნას.

„ჩემი ღრმა რწმენით ივერი მელაშვილი იტყუება და ის და ნატალია ილიჩოვა იმსახურებენ პატიმრობაში ყოფნას“, - აღნიშნა მან.

არქიმანდრიტი კირიონის თქმით, ლეგიტიმაციის მქონე რუკა არის მხოლოდ ერთი.

„ამ რუკით და დღევანდელი რეალობით, რაც ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ ექსპერტთა ჯგუფის დონეზე ხელი მოუწერეს აზერბაიჯანულ მხარეს, საქართველო კარგავს მინუმუმ 3 500 ჰექტარ ტერიტორიას“, - დასძინა არქიმანდრიტმა კირიონმა.

ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით დააკავეს.

საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.