მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთის ხელისუფლებამ თალიბანის მებრძოლები ციხიდან გაათავისუფლა

თალიბანის მებრძოლები

ავღანეთის მთავრობა თალიბანთან დადებულ შეთანხმებას ასრულებს და საპატიმროებიდან დაჯგუფების დაკავებულ წევრებს ათავისუფლებს. ამ დროისათვის 400-დან 80 პატიმარი უკვე გათავისუფლებულია.

შეწყალების აქტი შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია. ხელისუფლება თალიაბნის მებრძოლებს ციხის კარს გაუღებს, საპასუხოდ თალიაბანი დატყვევებულ ჯარისკაცებს გაათავისუფლებს. შეთანხმება ჯამში 5000-მდე თალიბანის მებრძოლის გათავისუფლებას ითვალისწინებს. ამნისტია არ შეეხო მებრძოლთა მხოლოდ მცირე ნაწილს, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში არიან მსჯავრდებულები.

მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდი, რომელშიც აშშ-ც მიიღებს მონაწილეობას, ყატარშია დაგეგმილი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ვაშინგტონი ავღანეთიდან ჯარს 14 თვეში გაიყვანს, რითაც 20 წლიანი ომი დასრულდება, თუმცა დამყარდება თუ არა ქვეყანაში მშვიდობა, რთული სათქმელია.

სამხედრო ოპერაცია „შეუზღუდავი თავისუფლება“ შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში 2001 წლის 7 ოქტომბერს, მას შემდეგ წამოიწყო, ავღანეთმა რაც 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზებაში ბრალდებულ ბინ ლადენის გადაცემაზე უარი განაცხადა. თალიბანის მთავრობა 2 თვეში დაემხო, მაგრამ ამით მშვიდობა არ დამყარებულა. ტერაქტები დღემდე გრძელდება, დადებული სამშვიდობო შეთანხმებები კი ერთიმეორის მიყოლებით ირღვევა.

2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. სხვადასხვა დროს განხორციელებული ტერაქტების შედეგად ავღანეთში 32 ქართველი სამხედრო დაიღუპა.