მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავსტიული წარმოების სალიანდაგო მანქანებს კაპიტალური შეკეთება ჩაუტარდა

სალიანდაგო მანქანა

„საქართველოს რკინიგზის" ავსტიული წარმოების სალიანდაგო მანქანებს კაპიტალური შეკეთება ჩაუტარდა.

აღნიშნული სამუშაოები ორი ერთეული „ვპრ-09/32“-ის და ერთი ერთეული „ვპრს-08/32“-ის ტიპის გამოსატენ-მასწორებელ-საზუსტებელი სალიანდაგო მანქანებით ხორციელდება. მათი გამოყენებით, ყოველწლიურად, საშუალოდ 50-60 კმ. ლიანდაგის შეკეთების სამუშაოები სრულდება.

კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ორ სალიანდაგო მანქანას უკვე ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და კომპიუტერული სისტემის მოდერნიზაცია. წლის ბოლოს, დაგეგმილია მესამე მანქანის მთლიანი კაპიტალური შეკეთება.

სალიანდაგო მანქანების ტექნიკური გამართულობა მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.