მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"ავტობუსში პირბადის გარეშე თუ ახვალთ, არ დაიძვრება" - ხვალისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამზადებენ

კახა კალაძე ავტოსადგომში მივიდა

ხვალიდან თბილისს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება.

თბილისის მერს კახი კალაძეს ავტოსადგომთან "ფეისბუქ" ლაივ ჩართვა ქონდა, სადაც აჩვენებდა, როგორ ამზადებენ ხვალისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

ავტობუსებს დეზინფექცია უტარდება. თბილისის მერის თქმით, დეზინფექცია ტრანსპორტს ყოველდღე ჩაუტარდება.

avtobusi_o_h.jpeg

ამასთან, კახი კალაძემ მოსახლეობას შეახსენა, რომ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება აუცილებელია.

"აუცილებელია პირბადე გვქონდეს მეტროში, ავტობუსში, მიკროავტობუსში. პირბადის გარეშე თუ ახვალთ, ავტობუსი არ დაიძვრება. ნუ ჩავაყენებთ სხვა მგზავრებსაც უხერხულ მდგომარეობაში, აუცილებელია პირბადე იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ავტობუსებზე მიკრული იქნება სტიკერები, წარწერით - პირბადის გარეშე მგზავრობა არ შეიძლება.

"კიდევ ერთი დისკომფორტი შეიძლება იყოს ის, რომ აკრძალული გვაქვს კონდიცირების ჩართვა, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მგზავრებს. ამისთვის ბოდიში მინდა მოვუხადო მოსახლეობას, თუმცა დღეს ჩვენ რთულ ვითარებაში გვიწევს ცხოვრების გაგრძელება და რეკომენდაციების გათვალისწინება, შეგუება იმ რეალობასთან, რაც არის მსოფლიოში, ვიდრე გამოიგონებენ ვაქცინას და წამალს. სხვა რა გავაკეთოთ, სხვა გამოსავალი არ არის", - განაცხადა კახი კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, ხვალიდან დიდი ავტობუსების მხოლოდ უკანა და შუა კარები გაიღება, წინა კარები იქნება დაკეტილი. პატარა ავტობუსებში კი, მხოლოდ უკანა კარები გაიღება. ამასთან, აკრძალული იქნება მძღოლთან მიახლოება.

avtobusi_o_h.jpeg