მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში - ფოტომასალა შემთხვევის ადგილიდან

გორის ავარია

გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს ინფორმაციით, ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

avtosagzao-shemtkhveva_o_h.jpeg

avaria_o_h.jpeg